ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებს ირანიც. ისრაელმა ერთი ადამიანის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ცნობით კი, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად თელ ავივში 28 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია 40-მდე შენობა. ისრაელის მედიის თანახმად, 200-ზე მეტი მოქალაქე სახლებიდან სამ სასტუმროში იქნა გადაყვანილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „მოთმინებას“ მოითხოვს და „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.