ისრაელი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაატაროს სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში. მობილიზებულია 300 000 რეზერვისტი. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მიზანია, რომ „ჰამასს“ აღარასდროს ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობა, რომლითაც ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლეს დაემუქრება.
გრძელდება საავიაციო იერიშებიც. ამის გამო, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმდება. გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა. სარაკეტო დარტყმის მანიშნებელი განგაშის სიგნალი დღეს ისმოდა ისრაელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. ოფიციალური მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი აჭარბებს 1200-ს. ღაზის სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 950-ია.