უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ, ირპენში ვიზიტის დროს, რუსეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. გენერალური პროკურორის თქმით, რუსეთი გაუპატიურებას ომის ტაქტიკად იყენებს. გენერალური პროკურორის თქმით, უკრაინის შესაბამის უწყებებს 600-ზე მეტი ეჭვმიტანილის სია აქვს. ვენედიქტოვას თქმით, პუტინი 21-ე საუკუნის მთავარი სამხედრო დამნაშავეა.