ვითარება ირანში

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ახალი წლის დადგომას ზეიმობს, ირანში დაპირისპირება გრძელდება. 11 წლის მოზარდი ერთ-ერთია იმ 9 პირს შორის, რომელიც საპროტესტო აქციებს დღეს ემსხვერპლა.  უკვე 6 დღეა ირანის 15-მდე ქალაქში შეტაკებები არ წყდება.  აქციების დაწყების დღიდან მოყოლებული, 20-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა.

არის თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, გარედან მართული?  ქვეყნის ხელისუფლება რეგიონულ მეტოქეებს ღიად ადანაშაულებს.