დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შეატყობინეს, რომ ირანში სიკვდილით დასჯა შეჩერებულია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო ქმედება ირანში აღარ იგეგმება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გრენდლანდიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანიას რუსეთისა და ჩინეთისგან გრენლანდიის დაცვა არ შეუძლია და მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს ამის შესაძლებლობა. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა მზად, დატოვოს ნატო-ს ალიანსი გრენლანდიის მისაღებად. „არ ვაპირებ ვარიანტებზე უარის თქმას” – უპასუხა ტრამპმა. მისივე თქმით, ვენესუელის ახალ ლიდერს, დელსი როდრიგესს უკვე ესაუბრა და დიალოგი პოზიტიურად შეაფასა.