ვითარება ირანში 

ირანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

დაღუპულია ათასობით ადამიანი, გრძელდება დაკავებები. ოფიციალური თეირანი ამბობს, რომ დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა არ იგეგმება. საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ვაშინგტონი – თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ასეულობით ადამიანის სიკვდილით დასჯის გეგმის ცვლილებაზე მიუთითებს და მკვლელობების გაგრძელების შემთხვევაში თეირანს მძიმე შედეგებით ემუქრება. „ყველა ვარიანტი ისევ მაგიდაზეა“ – ასეთია გზავნილი ვაშინგტონიდან. თუმცა ჯერ უცნობია, რა ფორმით მოახდენს რეაგირებას ამერიკის პრეზიდენტი ირანში არსებულ მძიმე ვითარებაზე და გამოიყენებს თუ არა ძალას. ცალკეული ირანელი მაღალჩინოსნები და კომპანიები უკვე მოხვდნენ აშშ-ის სასანქციო სიაში.

თავის მხრივ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებს გარე ძალების მოქმედებად და ტერორისტულ ოპერაციებად აფასებს ირანის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი აგრესიის შემთხვევაში გადამწყვეტ პასუხს აანონსებს.