ვითარება ირანში 

ათასობით დაღუპული, მათ შორის არასრულწლოვნები – ასეთია ირანში სამი კვირის წინ დაწყებული და ამ დრომდე მიმდინარე მასობრივი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების შედეგი.

აქციების მსხვერპლთა მზარდი რიცხვის გამო, დასავლეთი ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს. ცივილიზებული სამყაროს განსაკუთრებულ შეშფოთებას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გადაწყვეტილება იწვევს. გავრცელებული ცნობით, უახლოეს დღეებში აქციების ფარგლებში დაკავებულთა სიკვდილით დასჯა დაიწყება. მასშტაბური მსხვერპლის გამო ვაშინგტონი თეირანს ღიად ემუქრება. შტატების მთავრობამ საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა და საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ  მოუწოდა. მსოფლიო ახლა ტრამპის ადმინიტრაციის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, საპასუხო ზომებით იმუქრება ოფიციალური თეირანი.