ვითარება ირანში

პროტესტის მე-16 დღე ირანში. მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, გავრცელებული ინფორმაციით, 648 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით კი – დაახლოებით 10 ათას 600 აქტივისტია დაკავებული. ამასთან, 96 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას, ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. აშშ-ი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით, სომხეთისა და თურქეთის გავლით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.