ვითარება ირანში

15:15, 18.01.2026

ირანის ოფიციალური პირების ცნობით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპული, სულ მცირე, 5 000 ადამიანი იდენტიფიცირებულია. მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 500 თანამშრომელია. ინფორმაციაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ანონომიურმა წყარომ სააგენტოს უთხრა, რომ ყველაზე სასტიკი შეტაკებები ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც ძირითადად ირანელი ქურთები ცხოვრობენ. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით მეტია. ირანის ხელისუფლება არეულობებში კვლავ „ტერორისტებს და შეიარაღებულ ამბოხებულებს“ ადანაშაულებს, რომლებიც მათივე თქმით, „უდანაშუალო ირანელებს“ ხოცავდნენ.

მსგავსი