კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა იმერეთში

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა იმერეთში – ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ლაბორატორიიდან ორი პაციენტის პასუხი მიიღო, რომელთაგან ერთი დადებითი აღმოჩნდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ქუთაისის საავადმყოფოში იმერეთის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ცხელების ცენტრიდან, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს.

ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ცხელების ცენტრს, 28 პაციენტმა მიმართა. მათგან ანალიზს დღეს  ხუთ პაციენტს აუღებენ  და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

დატოვე კომენტარი