ვითარება ჰორმუზის სრუტეში

12:13, 29.03.2026

ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება. იშაქ დარის თქმით, შეთანხმების ფარგლებში, ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს. შეგახსენებთ, რომ ისლამაბადი შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულებისა და რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით, მოლაპარაკებებს 30 მარტს უმასპინძლებს. თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე პაკისტანის დედაქალაქში იმყოფებიან. მოლაპარაკებების მიზნით, ისლამაბადში ასევე ჩავა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

მსგავსი