ვითარება ჰორმუზის სრუტეში – გამოხმაურებები
საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ჰორმუზის სრუტეში „ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის“ მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს „მკაცრად თავდაცვითი“ მისია იქნება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა,რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას მხარს არ დაუჭერს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ძალიან დამაზიანებელია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გეგმებს, ირანის პორტების ბლოკირების შესახებ, ისრაელი მხარს უჭერს.