ვითარება ჰორმუზის სრუტეში
დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემს აგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების განცხადებით, სამეფო საზღვაო ძალების HMS Dragon-ის ტიპის გემი განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობს და გემებს მკაცრი თავდაცვითი გეგმის ფარგლებში დაიცავს. „წინასწარი განთავსების გეგმა უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო მზად იყოს საფრანგეთთან ერთად, ერთობლივი ხელმძღვანელობით შექმნილი მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში სრუტის უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადეს სამინისტროში.