ვითარება ჰორმუზის სრუტეში
უკვე რამდენიმე საათია ირანის პორტები ბლოკირებულია.
ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებებით უკმაყოფილო დონალდ ტრამპმა, თეირანს კიდევ ერთი ულტიმატუმი წაუყენა. მიზეზი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებული უთანხმოება. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, შტატების სამხედროები ირანის სტრატეგიულ პორტებს დაბლოკავენ და დაატყვევებენ ყველა გემს, რომლებიც ამ პორტებით სარგებლობას შეეცდებიან. ამერიკის ლიდერის განცხადებას მეკობრეობად აფასებს ირანი. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საპასუხო ზომებით იმუქრება.
დონალდ ტრამპის ქმედებებით უკმაყოფილოა ევროპა. ოფიციალური პეკინი კი მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ვიდრე გაირკვევა, რა შედეგით დასრულდება თეირანზე მორიგი ზეწოლის მცდელობა, ტრამპის მუქარამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა.