ვითარება გზებზე

12:11, 31.12.2025

ამინდის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. ინტენსიური თოვის მიზეზით ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადადგილება დროებით შეზღუდულია: ბათუმი-ახალციხის კურორტ გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის, ასევე ჟინვალი-ბარისახო-შატილის, ნიჩბისი-დიდგორისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე კი შეზღუდვები დაწესდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.

მსგავსი აკრძალვა მოქმედებს ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონისა და ჯვარი-ხაიშის მონაკვეთებზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი