ცენტრალურ მაგისტრალებზე კვლავ რთულია მდგომარეობა და მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი ამ დროისთვის გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.