საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს – თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაა ნებადართული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.