ვითარება გზებზე
უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება. უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძის მონაკვეთზე.