ვითარება გუგუტიანთკარში  - პოლიტიკური შეფასებები

რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები არაფერს ემსახურება, გარდა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფასა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, „თვითერში“ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ჯასტინ მაქკენზი-სმიტი წერს.

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებებს ასევე დეპუტატები ეხმაურებიან. ოპოზიცია რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობის უყურადღებოდ მიტოვებაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი ამბობს, რომ ოკუპანტის გეგმა სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.