ვითარება გუგუტიანთკარში - პირდაპირი რეპორტაჟი ადგილიდან

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსი სამხედროები რამდენიმე დღეა, ახალ საოკუპაციო ხაზს ავლებენ, ამ წუთებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ელოდებიან. ელჩები გეგმავენ საკუთარი თვალით ნახონ რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებები.

ადგილზე ჩვენი კორესპონდენტი ნინო ფისაძე იმყოფება და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – განაახლეს თუ არა რუსმა სამხედროებმა რკინის ღობის მშენებლობის პროცესი?