ვითარება გუგუტიანთკარში

გუგუტიანთკარში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სამუშაოები არ განუახლებიათ.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. თუკი ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს, ორი საცხოვრებელის სახლი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან.