ვითარება გორის ჰოსპიტალთან

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. პირადი ექიმი მას სავარაუდოდ, დღის ბოლოს მოინახულებს და დეტალური ცნობები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ამის შემდეგ გახდეს ცნობილი. გორში აპირებს ჩასვლას დღეს გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად. ჯერ-ჯერობით ადგილზე არ გამოჩენილან ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები.