ვითარება გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში

49 მოქალაქე რჩება გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში. აქედან 35 საქართველოს მოქალაქეა, 4 კი – უცხო ქვეყნის. მათ შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა. ორი პაციენტის ნიმუში  რომელიც გუშინ გაიგზავნა ლაბორატორიაში, უარყოფითია. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთის შემთხვევაში კორონავირუსის ლაბორატორიულად  დადასტურებული შემთხვევა არ არის. დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ოთხი პირის ანალიზს გააგზავნის, რომელთა პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.