შიმშილის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება ღაზის სექტორში.
ანკლავში ჰუმანიტარული კრიზისია. ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები თავდასხმების სამიზნედ რჩება. საკვების რიგებში დღეს კიდევ ორი ადამიანი მოკლეს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს. ოფისის მონაცემებით, ბოლო ორ თვეში საკვები პროდუქტების მიღების მცდელობისას 1 400-მდე პალესტინელი დაიღუპა. გაერო-ს ტონი სულ უფრო მკაცრდება ისრაელის მიმართ, რომელიც ამტკიცებს, რომ ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას არ უზღუდავს. დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოა – მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ტრამპი კრიზისის დასრულების გზად მძევლების გათავისუფლებას და „ჰამასის“ დანებებას მიიჩნევს.