ვითარება ღაზაში - მერცის გამოხმაურება

გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ ღაზაში სამშვიდობო პროცესი შემდეგ ფაზაში გადავა, რაც „ჰამასის“ განიარაღებას და შესაბამისად, ომის დასრულებას გულისხმობს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, „უნდა დარწმუნდნენ, რომ „ჰამასს“ ღაზაში მოქმედების შესაძლებლობა შეეზღუდება“.