ვითარება ღაზაში – მარკო რუბიოს გამოხმაურება

15:24, 02.11.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების დასაკუთრებას განაგრძობს. მარკო რუბიოს თქმით, დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც არღვევს პირობას და ღაზის სექტორში შესულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ტვირთებს კვლავ ხელში იგდებს. ამასთან, რუბიო ავრცელებს შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ დრონის კადრებს, სადაც სავარაუდოდ, ჩანს, რომ „ჰამასის“ წევრები ჩრდილოეთ ღაზაში დახმარების მიმწოდებელ სატვირთო მანქანას აკონტროლებენ.

მსგავსი