ვითარება ღაზაში

18:19, 19.10.2025

„ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელა, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზაზე მიიტანა იერიში, – ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს. ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტები ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. „ეს ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. „ჰამასი“ კი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება და აღნიშნულში ისრაელი დაადანაშაულა.

მსგავსი