ვითარება ფშაველი-ომალოს გზაზე

თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გზაზე ჩარჩენილი ოთხი ავტომობილის მგზავრები კი, რეინჯერთა სახლში დააბინავეს. ფშაველი-ომალოს გზაზე ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწა-კლდის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თუშეთის მიმართულებით გზა გუშინ საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მიწა-კლდის ჩამოშლის გამო რამდენიმე ადგილზე ჩაიკეტა.