ვითარება ერევანში

ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქციები პარალელურ რეჟიმში გაიმართა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ  ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც. აქცია გვიან ღამით დასრულდა, მომდევნო შეკრება კი 21 ნოემბერს, 14 საათზე დაანონსდა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები კი, ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერას უცხადებენ. თუმცა მათ ფაშინიანმა დაშლისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, სომხეთის მოქალაქეების ნაწილმა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 9 ნოემბერს ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ.

დატოვე კომენტარი