ვითარება ენერგეტიკულ ბაზრებზე
საწვავი ისევ ძვირდება.
ბოლო ერთ თვეში ბენზინი საშუალოდ 20-25 თეთრით, დიზელის ღირებულება კი 35 თეთრით არის მომატებული. სპეციალისტები ნეგატიურ ტენდენციას გლობალურ ფაქტორებს უკავშირებენ. მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მსოფლიო ნავთობის მეხუთედის გამტარი, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა სახელდება. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გაძვირებული ხარჯები პირდაპირპროპორციულად აისახება საწვავის ღირებულებაზე, რაც მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოზეც.
როდის უნდა ველოდოთ ფასების კლებას – ანალიტიკოსები პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ რომ ქვეყანას საწვავის დეფიციტი არ ემუქრება.