ვითარება დონეცკის ოლქში

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. სხვადასხვა ქალაქზე საარტილერიო შეტევა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია ასობით დაჭრილის შესახებ. ამ წუთებში კი, უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ უკრაინაში. ლევან ახალაია დონბასის ოლქში იმყოფება, სადაც ასევე აფეთქებების ხმა ისმის.