ვითარება დონბასში

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის გახსნას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი უკრაინელი სამხედრო. შესაბამის ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს. გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვია. კიევის ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლი გახსნეს უკრაინელმა სამხედროებმა. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოთქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მოამბე