ვითარება დონბასში

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკის კონფლიქტის ზონაში მოწინავე პოზიციებს მოინახულებს, სადაც ბოლო დროს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მოწინააღმდეგე მხარის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მცხოვრებლები. ზელენსკი დონბასში უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონბასში ვითარების ესკალაციის შედეგად 11 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მათგან ერთი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილი ვითარება პენტაგონის წარმომადგენელმა ნატოელ პარტნიორებთან  – კანადელ, ბრიტანელ, პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად განიხილა.  მათ  შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო.

მოამბე

დატოვე კომენტარი