აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები მეორე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან.
დღეს შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გაიმართა. მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს. სამუშაო ჯგუფის წევრები, სწრაფი კოორდინაციის მიზნით, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან.