ვითარება დავით გარეჯში

ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიას დღეს პასუხების გაცემა დავით გარეჯის საკითხზეც მოუხდა. ცნობილი ხდება, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე შექმნილი კომისიის მუშაობა უახლოეს პერიოდში განახლდება. მანამდე კი ქვეყნის პირველი დიპლომატი ყველა მხარეს საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე პოლიტიკური განცხადებებისგან და შეფასებებისგან თავშეკავებას მოუწოდებს. ანალოგიური საპატრიარქოს გზავნილიც.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარე მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს. შეზღუდვები ოთხი დღის შემდეგ მოიხსნა. უკვე დღეს სასულიერო პირები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მრევლთან ერთად ჩავიდნენ და წირვა აღავლინეს.