ვითარება დავით გარეჯში

საქართველოში მცხოვრებ „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დავით გარეჯის გარშემო სპეკულაციები შეწყვიტონ.

ბაბაევის თქმით, არიან ძალები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და ეს, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაა. ის ითხოვს, აზერბაიჯანულმა მხარემ ოფიციალურად განმარტოს, თუ რატომ დაიკეტა რამდენიმე დღით მონასტრამდე მისასვლელი გზა.