ვითარება დავით გარეჯში

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარ ინციდენტს სწავლობს.

უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, რომ მათ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ. ადგილზე მომუშავე  გიდის ცნობით, გუშინ კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა.

რა ხდება ახლა დავით გარეჯში, – ნოდარ ჩაჩუა გვერთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში.