ვითარება დამწვარი ბაზრობის ადგილზე

ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა.

მოვაჭრეები დროებით გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. ასეთი შეთანხმებით დასრულდა შეხვედრა მფლობელ კომპანიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა ჩაინიშნა დაზარალებულებთანაც. როგორც ცნობილია ტერიტორია და პროდუქცია დაზღვეული იყო. ხანძრის შედეგად სულ დამწვარია 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი.