ვითარება დამეწყრილ სოფელში

18:43, 17.03.2026

ვითარება უცვლელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც ნალექის მიუხედავად მეწყრული ზონა არ გაზრდილა. საგანგებო შტაბი ადგილზე მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს, სადაც იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლების ინფორმაციით, სოფელ კურსების მოსახლეობას, უკვე აღუდგინეს პირადობის მოწმობები და სხვა საბუთები. კვლავ გადაკეტილია ქუთაისი ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა და ავტომანქანები შემოვლითი გზით სარგებლობენ. შეგახსენებთ, მეწყრული პროცესი სოფელ კურსებში 12 მარტს დაიწყო, რის შედეგადაც დაინგრა 10-ზე მეტი სახლი და სტიქიის ზონიდან სასტუმროებში 100-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

მსგავსი