ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. მისი განცხადებით, მიზეზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელია. თავად ის პირები, რომლებსაც მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს, არ აპირებენ მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმსახურების უფლება სულ 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა.

მოამბე