ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი გრძელდება.

საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები მარტვილის ტერიტორიაზე აღწერას სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ და აბაშაში გადაინაცვლებენ. რეზიდენციაში მეუფე გრიგოლ კაცია და სხვა სასულიერო პირები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი საპატრიარქოს მიერ შექმნილი ეპარქიის გადაბარების დროებითი კომისიის წევრებს ხვდებიან.