ვითარება ბოლნისში

მესამე დღეა, ბოლნისში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.

გუშინ გადაგზავნილი შვიდი პირის საკვლევი მასალიდან, დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ყველა პასუხი უარყოფითია. მათგან ოთხი, ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტი იყო, ხოლო სამი მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. ამ დროისთვის ბოლნისში 120 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 25 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

გიორგი კობერიძე გვერთვება ბოლო ინფორმაციით.