ვითარება ბოლნისში

ბოლნისში, ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში დამატებითი შეზღუდვების მოხსნაზე ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან.

როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, დასახლებაში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების მოხსნისთვის ერთ-ერთი საფუძველია ლაბორატორიიდან მიღებული კვლევის შედეგები. მედიკოსები დასკვნით სამედიცინო შემოწმებას უკვე ასრულებენ და სწორედ ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული პირველ აპრილს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი.

გიორგი კობერიძე მუშაობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.