ახალი შეზღუდვები ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს შორის, ერთი ბოლნისის სიონის ტაძრის მოძღვარია. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში საკარანტინო ზომები დღეს დილიდან კიდევ უფრო გამკაცრდა. დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, ასევე სოფლებთან რაჭისუბანში, ბალიჭიში და დაბა კაზრეთში.

რამ გამოიწვია ისედაც გამკაცრებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრება? – საკარანტინო ზონიდან ბოლო ინფორმაციას გიორგი კობერიძე მოგვაწვდის, რომელიც თითქმის ერთი თვეა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუშაობს.

ბოლნისის სიონის ტაძარში ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა