ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში

„კოვიდ 19“-ის ორი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი ბოლნისის რაიონში.

დედა-შვილი ქვემო ბოლნისიდანაა და ამავე მუნიციაპლიტეტში უკვე გამოვლენილ სამ შემთხვევასთანაა კავშირში. იზოლაციაში მყოფი ორივე მოქალაქე სამედიცინო შემოწმების დროს ექიმებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვლევა ჩაუტარეს. ქვემო ბოლნისში ზომები გამკაცრებულია, ტერიტორიული ერთეულის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტებია მოწყობილი და ცალკეული გამონაკლისების გარდა გადაადგილება მკაცრად იზღუდება.

გიორგი კობერიძე ქვემო ბოლნისიდან.