ვითარება ბელარუსში

სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. ის ამბობს, რომ  ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. „სწორედ ამიტომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უნდა ითამაშოს შუამავლის როლი კრიზისის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებაში“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის ან მისი მეუღლე ხელახალი არჩევნების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, ციხანოვსკაიამ განაცხადა, რომ თავად ამას არ გეგმავს.