ვითარება ბელარუსში

ბელარუსში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლები უერთდებიან. ოპოზიცია სამართლიან არჩევნებს ითხოვს, თუმცა ალექსანდრე ლუკაშენკო ფიქრობს, რომ ქვეყანას ნორმალური მთავრობა ჰყავს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ჩამოყალიბდა. პრეზიდენტი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში და წესრიგი თავის ქვეყნებში დაამყარონ.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.