ვითარება ბელარუსში

ბელარუსის სადავო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

მასშტაბური საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიციაზე სამთავრობო ზეწოლა კიდევ უფრო ძლიერდება. საპროტესტო განწყობებს ახლა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს. ხელისუფლება ოპონენტებს ქვეყნის დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ პროცესები გარედან არის მართული. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ბელარუსს 1994 წლიდან მართავს, დათმობებზე წასვლას არ აპირებს, თუმცა არც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.