ვითარება ბელარუსში

ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი სპეცრაზმელებმა დააკავეს. დაკავებულებს არასანქცირებული მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. დაკავებულია ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილევსკი, რომლებიც „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ გაფიცულ თანამშრომლებთან მივიდნენ. პარალელურად, ბელარუსის ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელში იარაღი უჭირავს. ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი კალაშნიკოვით დამოუკიდებლობის სასახლის ტერიტორიაზე დააფიქსირეს, სადაც ვერტმფრენით მივიდა. მინსკში ლუკაშენკოს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, შენობის შტურმით აღება სცადეს, თუმცა როგორც პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, დემონტრანტებმა მალევე უკან დაიხიეს.

 

დატოვე კომენტარი