ვითარება ბედიის მონასტერში

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მე-10 საუკუნის ტაძარი განადგურების პირასაა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ბედიის სამონასტრო კომპლექსის მძიმე მდგომარეობაზე ვიდეომასალა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ არის დაზიანებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ტაძარი, მისი  ფრესკები. ასევე, ჩანს რუსული წარწერები ფრესკებზე, ეკლესიაში მდგარი ხარაჩოები და სამუშაობის დასაწყებად საჭირო მასალა. ისმის ასევე ღვთისმსახურება რუსულ ენაზე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბედიის მონასტერში ჯერ კიდევ გასულ წელს ბაგრატის ფრესკა სრულად გაანადგურეს და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია. ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა სამუშაოები მიმდინარეობს ტაძარში და აუცილებელია, მონიტორინგისთვის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ.

დატოვე კომენტარი